ბიუროს სხდომაზე დღეს საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
პოლიტიკა - 11:12, 05 Dec, 2016     1384

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, დეპუტატები დოკუმენტზე მსჯელობის ვადებსა და ფორმატზე უნდა შეთანხმდნენ.

ბიუჯეტის საბოლოო პროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინა. პროექტის მიხედვით, 65 მილიონი ლარი იმ ფიზიკურ პირებზე გამოიყოფა, რომლებმაც საბანკო სესხები უცხოურ ვალუტაში აიღეს და მისი ეროვნულ ვალუტაში კონვერტირება გადაწყვიტეს.

2017 წლიდან დაგეგმილია აქციზის გადასახადის გაზრდა თამბაქოს ნაწარმზე, ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე. იგეგმება ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის გაუქმება ან ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტა. მათ შორის გაუქმდება ეკონომიკური საბჭოს აპარატი და საინვესტიციო სააგენტო.

ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტო. მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დაფინანსება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროექტში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რაც დადებითად იმოქმედებს ლარის კურსზე.

„ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იყო ერთ-ერთი დაანონსებული ცვლილება, რაც ასახულია ბიუჯეტის პროექტში. ამ ცვლილების განხორციელება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო, მათ შორის ამ ხარჯების ცვლილება აისახება დადებითად ლარის კურსზე.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით კი მთავრობის შემუშავებული ბიუჯეტი მოსახლეობის გაღარიბებისკენ არის მიმართული.

„ეს არის გაღარიბების ბიუჯეტი, რადგან ეკონომიკიდან ხალხის ჯიბიდან ამოიღებს უფრო მეტ თანხას, ვიდრე შეიძლებოდა ამოეღო მთავრობას და ეს ხდება გადასახადების გაზრდის გამო. ადმინისტრაციული ხარჯის შეკვეცის რესურსი, რომელიც ჩვენი დათვლებით, 600-700 მილიონი ლარი ყოფილიყო, ეს ასე არ არის, სამაგიეროდ, გაზრდილია ხარჯები უყაირათო სამთავრობო პროგრამებში." - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42