"ეს სემანტიკის საკითხია. მე 1 წელი სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს მდივანი ვიყავი. ეს პოზიცია კი შეკითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შემდეგ ეს პასუხები იქცევა ხოლმე დეპარტამენტის განცხადებად. ეს განცხადებაც გაკეთდა ზეპირად და ბრიფინგზე, თუმცა ყველაფერი რასაც პრეს მდივანი ამბობს, არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა. ასე რომ, აქ საქმე სემანტიკურ მნიშვნელობაშია. ეს არ იყო წერილობით გავრცელებულ განცხადება, არამედ კითხვაზე პასუხი. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, ის ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს იან კელი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯონ ქირბი 29 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის საკითხსაც შეეხო და დემოკრატიისთვის მედია პლურალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქირბიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების წუხილი მედიასივრცეში პლურალიზმის საკითხთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებელ მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ქირბის განცხადებაზე კომენტარი ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული არ იყო თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
მასალის გამოყენების პირობები






