საბედისწერო რეფერენდუმი იტალიაში - რენცის მარცხის შესაძლო სავალალო შედეგები
პოლიტიკა - 14:11, 04 Dec, 2016     4667

4 დეკემბერს იტალიაში ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის რეფორმირების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეფერენდუმის ინიციატორი ქვეყნის პრემიერი მატეო რენცია. იგი აცხადებს, რომ რეფერენდუმის უარყოფითი შედეგით დამთავრების შემთხვევაში იგი გადადგება.

ექსპერტების შეფასებით, რეფერენდუმი, რომელიც მოსალოდნელია, რომ უარყოფითი შედეგით დამთავრდეს, სავალალო შედეგებს მოიტანს არა მარტო რენცისა და მმართველი პარტიისათვის, არამედ იტალიისა და ევროკავშირისთვისაც.

საქმე არ ეხება სენატის რეფოირმირების აუცილებლობას, უბრალოდ ეკონომიკური სტაგნაციითა და ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან მოზღვავებული მიგრანტებით უკმაყოფილო იტალიის მოსახლეობამ ეს რეფერენდუმი, შესაძლოა მთავრობის გადაყენების საბაბად გამოიყენოს.

წინასარეფერენდუმო კამპანიის მიმდინარეობისას, რენცის პოლიტიკის ძირითადი მოწინააღმდეგეები ანტიმიგრანტული ორგანიზაცია "ჩრდილოეთის ლიგა" და პოპულისტური მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავი" აქტიურად იყენებდნენ მოსახლეობის უკმაყოფილებას. მათ წამოიწყეს კამპანია "თქვი არა", რომლის დროსაც მთავარი ლოზუნგი სწორედ ქვეყანაში მიგრანტების შემოსვლის აკრძალვა იყო და არა კონსტიტუციური ცვლილება. "ხუთი ვარსკვლავი", რომელსაც ცნობილი კომიკოსი ბელა გრილო ხელმძღვანელობს, უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ თუ რენცი რეფერენდუმში დამარცხდა, იგი ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს, რომლის საკითხიც იტალიის მიერ ევროზე უარის თქმას და ევროზონიდან გასვლა იქნება.

ევროპაში ყოველივე ამას დიდი შეშფოთებით უყურებენ და რენცის მარცხს ბრიტანული BREXIT0ისა და აშშ-ში ტრამპის გამარჯვების მსგავს პრობლემად აფასებენ. ევროპული ეკონომიკური ბაზრები ასევე შფოთავენ, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ, სიდიდით მესამე ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნის შესაძლო არასტაბილურობის გამოც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42