ბიძინა ივანიშვილი სუფსაში 150 წლის ჭადრისა და მაგნოლიების ყიდვას აპირებს (ექსკლუზივი)
ექსპრემიერი ივანიშვილი გურიაში ასწლოვანი ხეების ძებნას განაგრძობს
ბიძინა ივანიშვილმა სუფსაში 150 წლის ჭადარსა და მაგნოლიებსაც დაადგა თვალი, თუმცა სოფლიდან მრავალწლოვანი ხეების წაღების სურვილი შესაძლოა ფიასკოთი დასრულდეს. ოზურგეთში გობრონიძეების ოჯახში დაწუნებული ასწლოვანი ბაობაბისა და ჩიბათის (ლანჩხუთი)სკოლაში ასევე ასწლოვანი ჭადრის მონახულების შემდეგ, ექსპრემიერს, საკუთარი ბაღისთვის, ლანჩხუთში, სოფელ სუფსაში, კულტურის სახლის გვერდით მდგარი 150 წლის ჭადარის და ამავე სოფლის სკოლაში გაშენებული მაგნოლიების შეძენის სურვილი გაუჩნდა.
როგორც „გურიის მოამბეს“ სუფსიდან აცნობეს, სკოლის ეზოდან მრავალწლოვანი ხეების წაღების სანაცვლოდ, ივანიშვილის გარემოცვამ სუფსაში ახალი სკოლის აშენების პირობაც დადო. „გურიის მოამბე“ ინფორმაციის გადასამოწმებლად სოფლის სკოლის დირექტორს, ალეკო სტურუას დაუკავშირდა: „რა ხე და სკოლა, თქვენ ჟურნალისტი კი არა ს..რი ხარ ვიღაცა ხარ“ და ტელეფონი გაგვითიშა. სტურუას პასუხზე ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე გვპასუხობს, რომ მას აქვს ცოტა განსხვავებული ხასიათი, თუმცა მსგავსი მიმართვებით არ გამოირჩევა: „ვწუხვარ ძალიან იმის გამო, რაც მოხდა. მე დაველაპარაკები ბატონ ალეკოს. მას აქვს ცოტა განსხვავებული ხასიათი, მაგრამ მიკვირს ასეთი უცენზურო სიტყვები მისგან. პირადად გიხდით ბოდიშს მისი სიტყვების გამო“-გვითხრა ჩიტიძემ. რაც შეეხება ასწლოვან მაგნოლიებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სოფელში ამაზე ნამდვილად საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად ვინმე ამის გამო სკოლაში მისულიყო და გაეცხადებინა, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. „გურიის მოამბე“ დაუკავშირდა სუფსის მაჟორიტარ დეპუტატს, ჯუმბერ ბლაგიძესაც, რომელიც გვპასუხობს, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ეს ყველაფერი არა ერთი პირის, არამედ სოფლის მოსახლეობის გადასაწყვეტია, რომელიც მისივე თქმით, არა მხოლდ ასწლოვან, არამედ ისტორიულ ხეებს არ დათმობს: „სუფსის ცენტრში მდებარე 150 წლის ჭადრის ხე, ამ სოფლის ისტორიასაც ინახავს, მასთან მეოცე საუკუნის დასაწყისის ბევრი ისტორიული ფაქტია დაკავშირებული, რაც შეეხება სკოლის ეზოს მაგნოლიებს, ეს დარგულია გურიელების დროს. ამ სკოლაში იყო გურიელების საზაფხულო რეზიდენცია და გამომდინარე აქედან, ეზოსაც და შენობასაც აქვს ისტორიული დანიშნულება. ასეთი ტიპის ობიექტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია და მე ინიციატივით მივმართე უკვე საკრებულოს, რომ მას მიენიჭოს ეს სტატუსი. ასე რომ, არა მგონია სუფსის მოსახლეობამ დათმოს ეს ხეები. მე, როგორც დეპუტატი, მათ გვერდით ვიქნები“-გვითხრა ბლაგიძემ.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა