„ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შეიქმნება
პოლიტიკა - 15:46, 03 Dec, 2016     2295
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო.

პროექტი, რომელსაც სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ისახავდა საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას.

პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავდა კახეთის რეგიონის 48 ბიბლიოთეკას, შემდგომ ეტაპზე კი, პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა 70 ბიბლიოთეკა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სოფლის მოსახლეობისათვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული დისტანციური სწავლების პროგრამის დანერგვა.

პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რადგან შენობების გათბობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბიბლიოთეკო სამუშაოსათვის ადაპტირება და ინტერნეტმომსახურების საფასურის დაფარვა მათი ვალდებულებაა.

გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარები იყვნენ, სიტყვით მიმართა.

„პროექტი შეეხო სწორედ იმ სოფლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. დასაწყისისთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ბიბლიოთეკებისთვის გაგვეახლებინა წიგნის ფონდი, ხოლო შემდეგ განხორციელდა ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია.

ამ პროექტმა სოფლებში რეალურად შექმნა გარკვეული მიზიდულობის ცენტრები, სადაც ყველა თაობის ადამიანებს აქვთ შეკრებისა და დისკუსიის ადგილი და ამავდროულად, გარდა საბიბლიოთეკო მომსახურებით სარგებლობისა, მათ აქვთ წვდომა ყველა იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა, რომელსაც შეხვედრაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პატივისცემის ნიშნად ბიბლიოთეკის სამკერდე ნიშანი გადასცა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42