82 წლის რეჟისორს ქართულ კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს პრომეთე გადაეცა. რეზო ესაძემ ჯილდოს მიღების შემდეგ, მადლიერების ნიშნად, ქართველ მაყურებელს სცენაზე დაუჩოქა.
"თვე როგორც ერთი დღე" - რეზო ესაძის ახალი ფილმის პრემიერა შედგა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის საუკეთესო ფილმი არა მარტო რეზოს ფილმებს შორის, არამედ ზოგადად ქართულ კინემატოგრაფიაში. უძლიერესი რეჟისორული ხედვა, ძალიან ახლობელი და ამვდროულად რთულად გასაგები რეზოსეული ლაბირინთებით, რომელსაც ზედმიწევნითი სიზუსტით გამოხატავს მინდიას ბრწყინვალე და საოცრად თამამი ოპერატორული ხელწერა. უნიჭიერესი მსახიობები - ია სუხიტაშვილი, დათო ბეშიტაიშვილი, მიშა გომიაშვილი, დათო დვალიშვილი, ზურა სტურუა და ა.შ. ფანტასტიური მხატვრები, დეკორაცია, ნატურა... ეს ყველაფერი იმდენად დახვეწილია, ისეთი მაღალი გემოვნებით შესრულებული, რომ მთელი ფილმის ნახვის დროს ბედნიერების გრძნობა გეუფლება, კათარზიზმს განიცდი, აქ წუმპეც და ტალახიც ესთეტიკაა, ლამაზია. აქ ისეთი ადამიანური სისუსტეებიც კი, როგორცაა გაუტანლობა, გულგრილობა, უმადურობა, შიში, ეგოიზმი, რომლებიც ომსა და გაჭირვებაში განსაკუთრებით იჩენენ თავს, არ გაღიზიანებს, არ გაბოროტებს, პირიქით, ამ ადამიანთა მიმართ თანაგრძნობით გავსებს და მათი მოფერების სურვილი გიჩნდება, გიყვარდება. გრძნობ რეჟისორის სუნთქვას. უცებ გადაღების მონაწილე ხდები, უყურებ უნიკალურ მხატვრულ-დოკუმენტურ კადრებს - დიდი ოსტატის მუშაობის პროცესს და ხვდები, რამხელა სინატიფეა თითოეულ ჟესტში, თითოეულ მოძრაობაში.
და მალერის ღთაებრივი მუსიკა...
რა ჟანრია? - ესაა ჟანრი "ესაძე". მხოლოდ მას შეუძლია იყოს ერთდროულად მძიმე და ჰაეროვანი, რთული და გასაგები, მისტიური და რეალური, ღრმა და სადა,.. და უკიდეგანოდ ჰუმანური.
გილოცავთ! ეს საუკუნის ფილმია! Rezo Esadze Jr. Mindia Esadze Ia Sukhitashvili Misha Gomiashvili David Beshitaishvili Maka Shalikashvili
ბრავო!“ - წერს ფეისბუქის გვერდზე ფილმის დამდგმელი ოპერატორისა და ფილმის პროდიუსერის მინდია ესაძის მეუღლე მარიამ გუგუშვილი.

მასალის გამოყენების პირობები






