"იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გატარდეს, რომ დავზოგოთ/მოვიძიოთ 1-1,5 მილიარდი ლარი ბიუჯეტის დეფიციტის გასანულებლად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
1. მოგების გადასახადის გაუქმება არ უნდა შეეხოს ფინანსურ (საბანკო, დაზღვევის, მისო-ბი) და ფარმაცევტულ სექტორებს. ეს ინდუსტრიები ისედაც არ იხიდიან არანაირ გადასახადს, გარდა მოგებისა და მათი საგადასახადო ტვირთი ისედაც მინიმალურია.
2. ასევე არ უნდა შეეხოს ბუნებრივ მონოპოლიებს (თელასი, თბილისის წყალი, ენერგო პრო და ა.შ.), ვინაიდან ასეთი კომპანიები არ იმყოფებიან კონკურენტულ გარემოში მოგების მიღების პროცესში.
3. მით უფრო გაუგებარია ასეთი ინდუსტრიების მოგების გადასახადისგან არიდება საწვავზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად. გამოდის, რომ მთელი მოსახლეობა გადაიხდის ბიუჯეტში იმ დანაკლისს, რომელსაც ეს კომპანიები აღარ გადაიხდიან. ასეთი მიდგომა არ არის არც მემარჯვენეობა და არც მემარცხენეობა, უბრალოდ გაუგებრობაა. მყისიერი საბიუჯეტო ეფექტი: 150-200 მილიონი ლარი.
რეფორმა 10 მიმართულებას უნდა შეეხოს და შემდეგ რეკომენდაციებს ჯანდაცვის მიმართულებით გასცემს", - წერს ქადაგიძე.
მასალის გამოყენების პირობები






