საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რუსთავი 2-ის საქმეზე განაცხადა, რომ ეს არის სასამართლო დავა, სასამართლო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა არის უზრუნველყოფილი.
„მიუხედავად სასამართლო პროცესის შედეგისა, ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა გამორიცხულია,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმინისტრმა მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია.
„საქართველოსთვის მედიის თავისუფლება ფუნდამენტური საკითხია. რამდენიმე წლის წინ ჩვენ მხოლოდ სამი ნაციონალური ტელევიზია გვქონდა, ისინი მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან იმართებოდა, დღეს გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული ციფრული მაუწყებლობის რეფორმა. ჩვენ გვაქვს 40 ნაციონალური არხი,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






