10 სიტყვა, რომელიც ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ
სოც.მედია - 19:45, 02 Dec, 2016     82895
„ბოზზე , ძუნწზე და გოიმზე ვერ დაგეთანხმები და დანარჩენი სიმართლეა“ - ამ კომანტარს გურამ შეროზიას პოსტზე ამოიკითხავთ. ბლოგერის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება მოჰყვა მკითხველის მხრიდან.

„ძალიან სუსტი არგუმენტირებაა, იმისთვის, რომ ეს სიტყვები გაქრნენ. ჩემთვის პირადად აბსურდია წაკითხული“ - წერს ერთ-ერთი.


1. ბოზი – ბოზები არ არსებობენ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სექსუალური შეზღუდვები და ტკბებიან თავისუფლებით. სექსის ბიზნესად გადამქცევებს კიდევ – მეძავები ეწოდებათ. შესაძლებელია „ბოზი“ კოლექციონერითაც ჩავანაცვლოთ. ვიღაც მარკების კოლექციას აგროვებს, ვიღაც ქვეყნების, სადაც იმოგზაურა, ჰოდა არსებობენ ადამიანები, ვისაც ქალების/მამაკაცების კოლექციის შეგროვება ანიჭებთ ბედნიერებას, თქვენ ამით არაფერს გიშავებენ.

2. ძუნწი – მათ სინამდვილეში ეკონომიისკენ/დაზოგვისკენ მიდრეკილი ადამიანები ჰქვიათ, თუ ბევრი ფული გვაქვს და კიდევ უფრო გასაოცარია მომჭირნეობა ჩვენგან – დაფიქრდით იმაზეც, რომ მფლანგველობით ვერასდროს გავმდიდრდებოდით, ჰოდა, შეგვარგეთ.

3. სოფლელი – მძაგს ამ სიტყვის მოსმენა სალანძღავ კონტექსტში და გამოუსვლელობის, სიბნელის, უკულტურობის სინონიმთან გაიგივება. ტერიტორიულ ლოკაციას, დაბადების ადგილს – არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და ვისაც თბილისის ცენტრალურ უბანში დაბადება გეამაყებათ – ჩემთვის ისინი ხართ ყველაფერი ის, რასაც “სოფლელში” გულისხმობთ.

4. გოიმი – არავის დაუწესებია, რომ მხოლოდ „ასეთი“ ჩაცმულობაა გემოვნებიანი და „ისეთი“ უგემოვნებო. თქვენ ვისაც გოიმებს უწოდებთ, მათ უბრალოდ ინდივიდუალური შეხედულებები აქვთ, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვესაქმება. ანალოგიურად მუსიკაზე, ზოგად შეხედულებებზე და ა.შ.

5. გასათხოვრები/გაუთხოვრები – გაგიკვირდებათ და არც სანტა კლაუსი არსებობს და არც ქალის ცხოვრების მიზანია „გათხოვება“, უფრო ცივილურად რომ ვთქვათ – ქორწინება. შესაბამისად, სიტყვა „გათხოვება“ საერთოდ ამოვიღოთ ლექსიკონიდან და დავუტოვოთ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება, სამზარეულოში ბზრიალი ურჩევნიათ, სამსახურში ღამეების გათენება, მკლავიდან მკლავზე გადაწოლა, თუ ნებისმიერი სხვა რამ…

6. ძმა/და – აღნიშნული ფორმით შეგიძლიათ ბიოლოგიურ ან არაბიოლოგიურ დედმამიშვილებს, თუ დედის ან მამის შვილებს მიმართოთ, სხვა დანარჩენების მიმართვისთვის – გვაქვს სახელები და მათი გამოყენება ჩვენთან ურთიერთობასაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ

7. „ქალის“ გამოყენება დამაკნინებელ კონტექსტში, მაგ: ქალივით ჭორიკანა, ქალაჩუნა, „რა გატირებს ქალივით“, ა.შ. ქალი არ არის სალანძღავი სიტყვა და ვისთვისაც არის, სერიოზული პრობლემაა.

8. „ცხოველი“! – ცხოველები სინამდვილეში ძალიან საყვარლები არიან და მათთან შედარება რატომ უნდა იყოს ნეგატიური? ბევრი ადამიანისთვის, ცხოველების სიყვარული – ჰუმანურობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჰო და, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ უგულო და ცივსისხლიანები ხართ

9. „დაუნი“ – სალანძღავ კონტექსტში. აი, რატომ არ ვყიდულობ „ყაზბეგის“ პროდუქციას და ზოგადად, მეც და ბევრ სხვასაც, ამ სიტყვის დამაკნინებელ კონტექსტში მოსმენისთანავე – მომენტალურად გვეკარგება წარმოდგენა წარმომთქმელზე.

10. თავში აუვარდა/ამპარტავანი – დაუშვით ის ფაქტი, რომ თუ თქვენ უსაქმური ხართ და შეგიძლიათ მთელი დღე ფეისბუქ ჩეთში თუ სმს ინბოქსში გაატაროთ – არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ყველა დანარჩენიც მსგავსაც მოცლილები ვართ. ჩაანაცვლეთ სიტყვა „დაკავებულით“ და შეეგუეთ ფაქტს, რომ ყოველთვის (ან არასდროს) მომენტალურად და ენაწყლიანად ვერ ვუპასუხებთ დღეში სამჯერ მოკითხვას, თუ უბრალოდ მსუბუქი „ჭორაობის“ გაბმის მცდელობას.

გურამ შეროზია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42