მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას - მოგერინი კვირიკაშვილს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
მხარეებმა სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და სხვებთან ერთად, თავადაც მოუთმენლად ელოდება საბჭოსა და ევროპარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას, რითიც დასრულდება ეს პროცესი და ქართველ ხალხს მიეცემა უვიზო მიმოსვლის საშუალება.
"პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტიკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. მე პროცესის დაწყებისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი", - აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით სასიამოვნო ფაქტი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში განხორციელებულ პირველ ვიზიტს.
“განსაკუთრებით სასიამოვნოა ის გარემოება, რომ ეს ვიზიტი პირველია თქვენთვის მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარდა არჩევნები და თქვენ მოახდინეთ მთავრობის ფორმირება. ნება მომეცით, აღვნიშნო, რომ ეს სიმბოლური და მაღალი პოლიტიკური დატვირთვის მქონე ჟესტი - კერძოდ ის ფაქტი, რომ მთავრობის ფორმირების შემდეგ სწორედ ბრიუსელი შეირჩა თქვენი პირველი ვიზიტის ადგილად, ნამდვილად მიუთითებს თქვენს დამოკიდებულებაზე და მერწმუნეთ, ჩვენც ვიზიარებთ ამ სერიოზულ დამოკიდებულებასა და თავდადებას ჩვენი პარტნიორობის, მეგობრობისა და ერთობლივი სამუშაოს მიმართ. ჩვენი ურთიერთობა ძლიერია, ხოლო პარტნიორობა - შესანიშნავი. ასოცირების საბჭოს შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ასოცირების შესახებ შეთანხმების კუთხით მიღწეული პროგრესი. სულ რაღაც ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ივლისში ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ჩვენ განვიხილეთ უზარმაზარი პროგრესი, რომელიც ამ თვალსაზრისით მიღწეულ იქნა პოლიტიკური, ეკონომიკური, ვაჭრობის სფეროებსა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ნათელია, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს, გვამოძრავებს ერთიანი დღის წესრიგი და ინტერესები, ისევე, როგორც ვალდებულებები, რომელთა მიზანი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაა მომავალში. ორივე მხარე ერთნაირადაა მოწადინებული, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას,” - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირის სრული მხარდაჭერით სარგებლობს.
“შეხვედრისას განვიხილეთ, თუმცა საჯაროდაც უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად იქნა მიღწეული. პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირსა და საქართველოში თანაბრად შეინიშნება. ეს ნამდვილად წარმატების ისტორიაა ევროკავშირის მოსახლეობისა და ქართველი ხალხისათვის. მინდა მივულოცოთ ჩვენ ყველას ეს მიღწევა - ეს მხოლოდ დასაწყისია - დროთა განმავლობაში ჩვენი ხალხისა და ბიზნესისათვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის შემდეგ შესაძლებლობას, რათა ეს პროგრესი კიდევ უფრო წინ წავიდეს. დიდი მადლობა ასოცირების საბჭოს შესანიშნავი შეხვედრისათვის და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობის შემდეგ შესაძლებლობას,” - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კონფლიქტის მოგვარების მიზნისადმი. მისი თქმით, ევროკავშირმა მოიწვია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხებზე ყოველდღიურად მუშაობს, ასევე ჩართულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა