ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის - პრემიერი
პოლიტიკა - 17:28, 02 Dec, 2016     1394

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც დღეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ფაქტი, რომ მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდა, არის ევროპული მისწრაფებების ნათელი დემონსტრირება.

“საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროკავშირთან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია, რაც მიიღწევა ასოცირების ხელშეკრულების სრულად განხორციელების გზით, რომელიც ძალაში შევიდა ამა წლის ივლისში. ასოცირების საბჭოს დღევანდელი სხდომა არის ამ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის შემდეგ ასეთი მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პირველი ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან ყოვლისმომცველ დაახლოებას მოაქვს ხელშესახები შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის - ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება და სულ უფრო მეტი ქართული პროდუქტი გადის ევროკავშირის ბაზარზე, ბიზნესკავშირები ღრმავდება, სულ უფრო მეტი ევროპული კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში, ასევე იზრდება ევროპული განათლების მიღების მსურველ ქართველ სტუდენტთა რიცხვიც და ჩვენი კავშირები ევროკავშირის განათლების სექტორთან დღითიდღე მტკიცდება,” - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გაგრძელდება რეფორმები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შემდგომი კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, მიღწეულ იქნას ეკონომიკური ზრდა და მოდერნიზაცია, ხელი შეეწყოს ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილების შექმნას და გაფართოვდეს საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი.
“გვქონდა აზრთა ნაყოფიერი გაცვლა უმაღლეს წარმომადგენელთან ასოცირების პროცესის სარგებლის მაქსიმალური გამოყენების გზების შესახებ. ჩვენ წარვადგინეთ ამ მიზნის მიღწევისკენ მიმართული რამდენიმე მოსაზრება და ინიციატივა. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ევროკავშირთან შემდგომ თანამშრომლობას ჩვენი ხედვის კონკრეტულ მოქმედებაში გარდაქმნაზე.
მადლობას მოვახსენებ ევროკავშირს ჩვენი რეფორმატორული საქმიანობის მიმდინარე მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ასოცირების პროცესში ჩვენი საერთო მიზნების მიღწევის საქმეში. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების დროულად დასრულების მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე განხილული იყო უსაფრთხოების საკითხები. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში აქტიური შუამდგომლობისა და არაღიარების პოლიტიკის გატარების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო არის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის სანდო პარტნიორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42