პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით უფროსკლასელები ფინანსურ და სამეწარმეო განათლებას მიიღებენ
პოლიტიკა - 13:00, 02 Dec, 2016     1421
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფინანსური განათლების შესახებ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყეს.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით დაწყებული პროექტი თბილისისა და რეგიონების უფროსკლასელებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანდ.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს მოაწერეს ხელი.

ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის “მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ” მონაწილე 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენს ლექციას თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე’’.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო, რაც იმის დასტურია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დიდ ყურადღებას უთმობს განათლების სფეროს განვითარების საკითხებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში.

ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42