პუტინი ხაჯიმბას აფრთხილებს- აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა შესაძლოა რუსეთთან თანამშრომლობაზე იმოქმედოს
პოლიტიკა - 19:50, 01 Dec, 2016     13363
კრემლში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის შემუშავებული საინვესტიციო პაკეტი 9 მილიარდი რუბლის მოცულობისაა, საიდანაც 700 მილიონის პროექტები უკვე დამტკიცებულია.

პუტინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აუცილებელია ამ პროექტების დეტალებზე მუშაობა, რათა ისინი უფრო რეალისტური გახდნენ და ყველა გამოყოფილი თანხა რეალური ქმედებებისკენ იყოს მიმართული: გზების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სკოლების, საავადმყოფოების და საბავშვო ბაღების აღდგენაზე და მშენებლობაზე. „დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე იქნება“- განაცხადა პუტინმა.

პუტინმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა დაახასიათა, როგორც „ჭეშმარიტად უნიკალური და ძმური“. მისი თქმით რუსეთის და აფხაზეთის იურიდიული ბაზა 100-ზე მეტ შეთანხმებას მოიცავს , კიდევ 30 კი შემუშავების პროცესშია. პუტინმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის გაზრდასაც და აღნიშნული „კარგ ტენდენციად“ მოიხსენია. ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან სამხედრო თანამშრომლობის სფეროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთმა აღნიშნულ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა, რუსეთმა კი ეს-ესაა დაასრულა შესაბამისი შიდა პროცედურები.

პუტინმა აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ოპოზიციის გამოსვლებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამთქვა, რომ აფხაზეთის შიდაპოლიტიკური პროცესები დასტაბილურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის თქმით ამ პროცესებმა შესაძლოა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც მოახდინოს გავლენა.

„ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ, რომ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები არც ისე მარტივია. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს , რა თქმა უნდა ნებისმიერი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქნება და სამართლებრივი სფეროდან არ გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ რთული იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმების განხორციელება. ბუნებრივია, როცა ადგილი აქვს სერიოზულ შიდა დაძაბულობას, მაშინ გზების, საავადმყოფოების და სკოლებისთვის ვერ იცლიან.“- განაცხადა პუტინმა.

ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში მიწვევისთვის და გაწეული დახმარებებისთვის მადლობა გადაუხადა:

„დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი ერთად მოვაწერეთ, განხორციელდება იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მასში იყო ჩადებული“- განაცხადა ხაჯიმბამ. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის მნნიშვნელობას თავდაცვის, ეკონომიკისა, და საზღვრის დაცვის სფეროში. ხაჯიმბას თქმით აფხაზეთის 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა უკვე შესრულებულია და შემოსავლები წინა წელთან შედარებით 36%-ით მეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42