გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 18:35, 01 Dec, 2016     1287

საქართველო აგრძელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა ევროპული საბჭოს სათაო ოფისში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.
დონალდ ტუსკმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში, მათ შორის: დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივებზე და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ახლო მომავალში ამოქმედდება.
გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა ისაუბრეს ვროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესახებ და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალ სამიტზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილმა და დონალდ ტუსკმა რეგიონში არსებული სიტუაცია შეაფასეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. დონალდ ტუსკმა გამოხატა შეშფოთება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დადებული ე.წ. შეთანხმების გამო.
შეხვედრის დასასრულს გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42