2017 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები - რა შემოსავლებს და ხარჯებს ელოდება მთავრობა
პოლიტიკა - 18:19, 01 Dec, 2016     2581
მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს გადაუგზავნა. პროექტის მიხედვით 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 11 მლრდ 457 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 11 მლრდ 415 მლნ ლარით. მომავალ წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 4%-ს, ნომინალური მშპ - 35 მლრდ 9 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო დაანგარიშებისას ლარის გაცვლით კურსი 2.5-ია.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9 489 460 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. აქედან 8 820 000 000 ლარის მიღებას მთავრობა გადასახადებიდან აპირებს, 284 460 000 ლარს კი გრანტებიდან, სხვა შემოსავლები განსაზღვრულია 385 000 000 ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განსაზღვრულია 9 121 225 200 ლარის ოდენობით, აქედან 1 393 505 100 შრომის ანაზღაურებაა, 3 313 177 000 ლარი კი სოციალური უზრუნველყოფა.

როგორც პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი პრიორიტეტად რჩება ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ინსტიტუციონალური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა სახელმწიფო მხარდაჭერა და რეინტეგრაციის ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, სოფლის მეურნეობა, სასამართლო სისტემა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა

სამინისტროების დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებლებით, პრიორეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება. შესაბამისი უწყებების დაფინანსება 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 2017 წლის ბიუჯეტში გაზრდილია.

2017 წელს მთავრობა 1 792 000 000 ლარის სესხებას გეგმავს. საიდანაც 922 700 000 გათვალისწინებულია საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. ბიუჯეტის მიხედვით იგეგმება 400 000 000 შიდა ვალის და 1 392 000 000 ლარის საგარეო ვალის აღება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42