მაკა ჩიჩუამ კონფერენციაში „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის“ მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 18:15, 01 Dec, 2016     2146

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის“ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

რეგიონული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია არიან მიზნად ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებით მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და არსებული მომსახურების მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს.

საქართველოს პირველმა ლედიმ ღინისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განვითარების შეფერხების, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ყველა ბავშვისათვის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„რამდენიმე წელია დიდი ინტერესით და მონდომებით ვსწავლობ ამ თემის განვითრებას, თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ვეცნობი პრობლემებს, რადგან ბავშვთა ადრეული განვითრება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მიხარია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი და მიღწევები გვაქვს და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ამ საქმეს.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროგრესი, ისევ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია - პირველ რიგში, პროგრამის ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის.

ამ პრობლემის მოგვარებას - საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა სჭირდება.

ამიტომაც, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის მხარდამჭერებს გაწეული შრომისთვის და ზუსტი და დროული აქცენტისთვის.

მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, როცა აღარ ვიქნები პირველი ლედი, მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო მექნება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო კონკრეტულად ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში მონაწილე ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოდან, ასევე ამერიკიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42