რა არის გასაკეთებელი სასწრაფოდ! - ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას 10 პუნქტიან გეგმას სთავაზობს
პოლიტიკა - 16:46, 01 Dec, 2016     5230
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებასა და ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას 10 პუნქტიან გეგმას სთავაზობს:

"რა არის გასაკეთებელი სასწრაფოდ - რეალურად საჭირო 10 პუნქტიანი გეგმა (ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე):

დღესვე უნდა გამოაცხადოს შემდეგი 10 პუნქტიანი გეგმა:

1. შემდეგი 8 წლის განმავლობაში მთავრობის ხარჯები შემცირდება მშპ-ს 32-დან 15%-მდე და შემცირების საფეხურები გაიწერება კონსტიტუციაში. კონსტიტუციით განისაზღვრება რომ მთავრობის ხარჯები მშპს-თან მიმართებაში არ შეიძლება იყოს 15%-ზე მეტი

2. შემდეგი 8 წლის განმავლობაში მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში შემცირდება 25%-მდე და შემცირების საფეხურები გაიწერება კონსტიტუციაში. კონსტიტუციით განისაზღვრება რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს 25%-ზე მეტი

3. მთავრობას კონსტიტუციით აეკრძალება შიდა ვალის აღება

4. კონსტიტუციით აიკრძალება ბიუჯეტის დეფიციტი

5. კონსტიტუციით განისაზღვრება რომ საქართველოში დაშვებულია თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. ახალ რეჟიმზე გადასვლა მოხდება 2017 წლის განმავლობაში. გადასახადების აკრეფა და სახელმწიფო ხარჯების გაწევა ხდება აშშ დოლარში

6. 2017 წლიდან უქმდება მოგების, საშემოსავლო, იმპორტის და ქონების გადასახადები. 2017 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი მცირდება 2 მილიარდი ლარით (ბიუროკრატიის შემცირებისა და უაზრო პროგრამების შეკვეცის ხარჯზე)

7. 6 თვეში მიწა უსასყიდლოდ ურეგისტრირდებათ ფაქტობრივ მფლობელებს

8. ჰოლანდიური აუქციონის წესით ხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების პრივატიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შპს-ების, სსიპ-ების და აიპ-ების

9. 2017 წლიდან ხდება ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია და კანაფის ლეგალიზაცია

10. 2017 წლიდან ხდება განათლების სფეროს სრული დერეგულაცია

არაა რთული თუ საქმის გაკეთება გინდათ"- წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42