"მთავრობა პრობლემას არ აღიარებს, გაუფასურების პროცესი გაგრძელდება" - ენმ ლარის რეკორდულ ვარდნაზე
პოლიტიკა - 15:12, 01 Dec, 2016     2955
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი გეგმა არა აქვს.

ოთარ კახიძის განცხადებით, ქვეყანში ეკონომიკა და ექსპორტი მცირდება, რასაც შესაბამისად ლარის გაუფასურებას იწვევს.
,,საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკს 18 მილიონი დოლარი საარჩევნო მიზნებისთვის ჩვენი რეზერვიდან დაახარჯინა. ეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ არ გაუფასურებულიყო ლარი. იმის გამო, რომ მათი პოლიტიკა არის უუნარო და ეკონომიკა და ექსპორტი მცირდება, ასევე ქვეყანაში არ შემოდის ფულადი შემონატანები, მთავრობა არაფერს არ აკეთებს ამის მოსაგვარებლად. ლარი უფასურდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან მთავრობას არა აქვს არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ისინი არც კი აღიარებენ, რომ პრობლემა არის მათ პოლიტიკაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ლარის რეკორდული გაუფასურების შესახებ განცხადება გააკეთა სერგი კაპანაძემაც. რომელიც გამოსავალს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაში ხედავს.

„უნდა ადგნენ და მარტივად მაქსიმალურად შეკვეცონ ბიუროკრატიული ხარჯები ბიუჯეტში. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შემოვიდნენ ინვესტორები. ის რაც ამათ დაანონსეს რამდენიმე დღის წინ არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და უკუშედეგს იწვევს, რადგან ამას უკვე მოჰყვა პანიკა ბაზარზე,“- განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.73 ლარს მიაღწია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42