განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 12:56, 01 Dec, 2016     589
2016 წლის 30 ნოემბერს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტმა ენდრიუ დიკსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის.

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში მემორანდუმის ხელმოწერამდე გაიმართა გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ენდრიუ დიკსთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი დევიდ ფიცპატრიკი. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მემორანდუმს განათლების მიმართულებით საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში, რომელიც ირლანდიასა და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ბევრი ნიჭიერი ქართველი სტუდენტი დაეუფლება სასურველ სპეციალობას, გაიღრმავებს ცოდნას და მიიღებს ღირებულ პროფესიულ გამოცდილებას.

აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

ამასთან, დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის პრეზიდენტი ენდრიუ დიკსი ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის მოწვევით საქართველოს 2017 წლის იანვარში ესტუმრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42