სკანდალი გრძელდება: ვალერიან ცერცვაძე iTechnic -ისა და iPhone+-ის დავაზე პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა - 11:33, 01 Dec, 2016     2984
"აიფონ +"-ისა და "აიტექნიკის" დავაზე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პირველ კომენტარს აკეთებს. ვალერიან ცერცვაძე ადასტურებს, რომ "აიტექნიკის" დამფუძნებელთან ნათესაური კავშირი აქვს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რაიმე ტიპის ზეგავლენა მოახდინა.
ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ელდობა, სადაც მის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების განაცხადია შესული.

"ჩვენ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ იმის მტკიცებულებები აიპლიუსის მხრიდან, რომ ჩემი ნათესაური კავშირი არსებობს ამ კომპანიის დამფუძნებელთან. ეს სიმართლეა, მაგრამ არც ერთი არგუმენტი დღემდე არავის არ წარმოუდგენია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია ზეგავლენის შედეგად და ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო, პირიქით, არც ერთი თავმოყვარე იურისტი ვერ იტყვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არის უკანონო. ყველა ამას ადასტურებს, რომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს გადაწტყვეტილება არის სრულ შესაბამისობაშ საქართველოს კანონმდებლობასთან. მათ შორის უცხოურ კანონმდებლობასთანაც.

მე ველოდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. დიდი სიამოვნებით დაველოდები, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული არა სიმართლის დადგენისკენ, არამედ მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენისთვის, რადგან სასურველი გადაწყვეტილება იქნას მიღებული" განაცხადა ვალერი ცერცვაძემ "ქრონიკასთან" გაკეთებულ კომენტარში.

იუსტიციის საბჭოში ამბობენ, რომ საქმის წარმოება დაწყებულია, თუმცა ის კონფიდენციალურია და დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42