"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, ყრილობის მოწვევასთან დაკავშირებით პარტიაში ჩატარებულ კენჭისყრაზე პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ყრილობის ფართომასშტაბიანი ფორმატით ჩატარებას დაუჭირა მხარი.
"25/24 1-მა თავი შეიკავა. გაიმარჯვა მიშას გუნდმა"- წერს თაქთაქიშვილი.
პარტია ფართომასშტაბიან ყრილობას 20 იანვარს ჩაატარებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას 60 წევრიდან 50 წევრი ესწრებოდა. ენმ-ს ლიდერები 2 საათის განმავლობაში განიხილავენ საკითხს, თუ როგორ და რა ფორმით უნდა გაიმართოს პარტიის ყრილობა, ასევე მსჯელობის საკითხი იყო უნდა აირჩიონ თუ არა ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე.
საკითხზე პარტიაში აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი თვლის, რომ ყრილობა უნდა ჩატარდეს 2 200 დელეგატით, ხოლო მეორე ნაწილის აზრითმყრილობაზე უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, სულ მცირე 7 000 დელეგატით. პარტიის წევრთა ეს ნაწილი პარტიის თავმჯდომარის პოსტის ვაკანტურად დატოვებას ემხრობა.
მასალის გამოყენების პირობები






