მისი თქმით, პრეზიდენტი, რომელიც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონეა, უნდა იყოს კომისიაში პროცესების წარმმართველი.
"კონსტიტუცია არ არის ჩვეულებრივი კანონი, ეს არის კანონთა კანონი. ეს არის ჩარჩო, რომლიდანაც ყველა სხვა კანონი გამომდინარეობს. კონსტიტუციას ქმნის ხალხი, მის რაობაზე თანხმდება ხალხი.
"ფართო ჩართულობას ვინ უზრუნველყოფს იმაზე მეტად, როგორც საქართველოს პრეზიდენტი? ის ხალხის მიერ არჩეულია და ყველაზე მეტი ლეგიტიმაციის მქონეა. როცა პროცესს მაღალი სანდოობა სჭირდება და დასაწყისში პრეზიდენტს ეუბნებიან რომ შენ არ უნდა მონაწილეობდე ამ კომისიის წამყვან პოზიციაზე, ეს ნიშნავს, რომ ფართო ჩართულობას უარს ვეუბნებით. რა გარანტია აქვს არასაპარლამენტო ან საპარლამენტო ოპოზიციას, რომ ამ პროცესში მათ ხმას გაითვალისწინებენ. კლიშეებისგან გავთავისუფლდეთ და უზრუნველვყოთ მეტი სანდოობა,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ოკუპაციის შესახებ კანონპროექტის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაირკვეს, რას ითვალისწინებს ცვლილებები და რამდენად მოდის ის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.
მასალის გამოყენების პირობები






