"საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის ჩამოყალიბებული დემოკრატიაა"- კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 18:12, 30 Nov, 2016     1073
ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება მედიისთვის გააკეთა, მან მარტინ შულცს გულახდილი ფიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა:

,,მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან ღია და გულახდილი დიალოგისთვის და ვისარგებლო შემთხვევით ჩემი მადლიერების გამოსახატავად. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა პრეზიდენტ შულცის პირად წვლილს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. მინდა, მადლობა ვუთხრა ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და პლურალისტულ გარემოში. ამ არჩევნების შედეგად საქართველომ კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და დაამტკიცა, რომ ის ჩამოყალიბებული დემოკრატიაა.

ევროკავშირის უზარმაზარი მხარდაჭერის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით. ჩვენს დღის წესრიგში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ინსტიტუციური სტანდარტების გაუმჯობესება მათი ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ეს ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ, ძალიან ამბიციურ პარტნიორობას - სწორედ ამ მიზანს ვიცავთ და ვემსახურებით. ევროპარლამენტის შემდგომი ჩართულობა ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია რეფორმების წახალისებისთვის.

ამ თვალსაზრისით, მინდა გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელობას და მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ შულცს ძალიან გულახდილი დიალოგისთვის.

ამ შედეგს (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას) მოუთმენლად ელის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, როგორც წარმოუდგენლად დიდი ტრანსფორმაციისა და წახალისების ეფექტის მქონე მოვლენას. ის საშუალებას მოგვცემს უფრო მოტივირებულად განვაგრძოთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის იმპლემენტაცია. იმედი გვაქვს, რომ შიდა პროცესები ბრიუსელში მალე მოიტანს სასურველ შედეგს და ქართველი მოსახლეობის მოლოდინი გამართლდება და მოქალაქეებისათვის ხელშესახები ბენეფიტი იქნება. ევროპარლამენტის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოტივაცია და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტი კვლავ განაგრძობს ჩვენს მხარდაჭერას და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება. უსაფრთხოება ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის ხმამაღალ და გამბედავ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ამით გამოწვეული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ირგვლივ.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დასკვნის სახით, მინდა, ევროპარლამენტს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროპული სულისკვეთების მხარდაჭერისთვის და ჩემი მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ შულცის მიმართ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42