მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად და თავმჯდომარედ უნდა დარჩეს - ამ შინაარსის პეტიცია მოამზადეს ენმ-ს მხარდამჭერებმა.
მოძრაობის ერთ-ერთი მხარდამჭერის დავით დეფის ინფორმაციით, , პეტიციას ამ დროისთვის 1500 ადამიანი აწერს ხელს.
“ჩვენ გვინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად და თავმჯდომარედ დარჩეს მიხეილ სააკაშვილი. ახლა, როდესაც პიროვნება დევნილობაშია და მის მიმართ საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი დევნაა, ვერანაირ აუცილებლობა ვერ ვხედავთ, რომ ის გადააყენონ. 2015 წელს პარტიამ მიიღო დადგენილება, რომ გუნდურად ვთამაშობთ და გადაწყვეტილებას ვიღებთ გუნდურად. ძირითადი პათოსი ამ ამბავში არის ის, რაც გვიწერია გერბზე ძალა ერთობაშია და ამიტომ სხვაგან ნუ ვეძებთ ძალას. თუ გადაწყდება და პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება, ვფიქრობ, ეს იქნება მომავალი თაობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და ჩემი, როგორც ამომრჩევლის მხრიდან, იქნება სიბილწე, - განაცხადა დეფიმ.
მასალის გამოყენების პირობები






