უთნასწორო და არასწორი სტრატეგია დევნილთა პრობლემების მიმართ - უცხოელი ექსპერტები მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ
პოლიტიკა - 15:16, 30 Nov, 2016     2555
საქართველოში დევნილების პრობლემებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) შეისწავლის. ჩვენი ქვეყანა რიგით მესამეა, სადაც სპეციალისტები იმუშავებენ, რომ სახელმწიფომ სტრატეგიის შემუშავებისას დევნილთა ინტერესი იმაზე უკეთ გაითვალისწინოს ვიდრე ეს დღეს არის.

რა არის დევნილთა ინტეგრაციის ხელშემშლელი მთავარი ფაქტორები და რა პერსპექტივები არსებობს საქართველოში ამ გლობალური პრობლემის მოსაგვარებლად - ამ თემაზე გუშინ თბილისში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით მასშტაბური კონფერენცია გაიმართა.

„საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, სამართლებრივი დახმარება/უფლებების დაცვა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები და ადგილობრივ/მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა“- ეს იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალია, რაზეც უცხოელი სპეციალისტები საუბრობენ და სახელმწიფოს გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობენ.

შეხვედრაზე ახალი ინიციატივაც დაანონსდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დევნილთა ინტეგრაციის შეფასებას ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის-იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისის (JIPS) მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის ხელშეწყობას მათთვის სამართლებრივი დახმარებისა და მდგრადი საარსებო წყაროების გადაწყვეტილებების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, წყალტუბში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში უკვე განხორციელდა.

„ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ გავაუმჯობესოთ, გავაფართოვოთ ადგილობრივი მთავრობის შესაძლებლობები იმისათვის, რომ სტატუსის შეფასების მიდგომიდან სტატუსის საჭიროების საფუძველზე გადავიდეთ და ამით მხარი დავუჭიროთ დევნილებს (და არა მარტო მათ), გავაუმჯობესოთ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა, ვუპასუხოთ მათ საჭიროებებს, შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, რომელიც ნორმალური ცხოვრებისთვისაა აუცილებელი“- აღნიშნა სვედ მონრად გრაუნბოელმა, რომელიც DRC -ს წარმომადგენლობის დირექტორია.

გრაუნბოელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძირითადად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული, ეს მიდგომა კი შესაცვლელია.

„შეუძლებელია დევნილებს მიუდგე, როგორც ერთ მთლიან ჯგუფს, მათ შორის არიან განსხვავებული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები გააჩნიათ. ზოგს შეიძლება საცხოვრებელი, ზოგს კი საარსებო წყაროების სჭირდებოდეს. ზოგი კი დასაქმებას ითხოვდეს. ასევე შეიძლება პრიორიტეტი მისთვის მიწა იყოს, რომ მოსავალი მოიყვანოს. აქედან გამომდინარე ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ დახმარება იყოს მიზნობრივი. ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების გაცემის დეცენტრალიზაცია მოხდეს. მუნიციპალური მართველობის შესაძლებლობების გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს, რომ დახმარება იყოს მიზნობრივი და მარტივად მიდიოდეს მოქალაქემდე“- აღნიშნა მან.

სვედ მონრად გრაუნბოელი ყურადღებას ამახვილებს ზუსტი სტატისტკის შექმნაზე, რომ „ზუსტად გათვალონ საით უნდა წავიდეს მთავრობის მიერ გადასახადების მეშვეობით ამოღებული ფული და საბოლოოდ ის გონივრულად დაიხარჯოს“.

მედიასთან კომენტარი გააკეთა ჟენევაში მოქმედი ორგანიზაციის - „იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთობლივი პროფაილინგის სერვისი“-ს წარმომადგენელმა დამიერ ჟუსელმიმ, რომელიც ათი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს სწავლობს.

„სულ 10 დღეა საქართველოში ვარ და ჩემთვის ძალიან რთულია, ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ შთაბეჭდილებებთან დაკავშირებით. მიუხედავად მცირე დროისა მე ვიმყოფებოდი კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, პირველი რაც თვალში მომხვდა, არის ის, რომ თქვენ, საცხოვრებელი პირობების ძალიან განსხვავებული სტანდარტები გაქვთ. საცხოვრებელი პირობები ერთ დასახლებასა და მეორე დასახლებას შორის საკმაოდ განსხვავდება. ჩვენ ახლა გვინდა გავარკვიოთ, როგორი სხვაობაა დევნილებისა და დანარჩენი საზოგადოების საცხოვრებელ პირობებს შორის“- აღნიშნა ჟუსელმა.

თავის მხრივ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე აცხადებს, რომ უწყებას დევნილთა პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით სწორი სტრატეგია გააჩნია.

გიორგაძე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას დადებითად აფასებს.

„ჩვენ ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებული გვაქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულებით. დღეს ღონისძიების მასპინძლები არიან ჩვენი უწყების ერთ-ერთი პარტნიორები ამ მიმართულებით. შესაბამისად სრულ თანხვედრაში არის ის მიდგომები, რაც გააჩნია არასამთავრობოებს, საერთაშორისო ორგანიზაციას და სახელმწიფოს. ჩვენი პრიორიტეტი არ არის მხოლოდ გრძელვადიანი განსახლება”- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გიორგაძე აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ვიდრე დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში აუცილებელია სახელმწიფომ მათ ღირსეული პირობები შეუქმნას.

„ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლის წყაროების გაჩენა. ამ მიმართულებით სამინისტროს სპეციალური სააგენტოც აქვს. რომ არა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ანალოგიური პროექტები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მარტო გაუჭირდებოდა გამკლავება ამ პრობლემების მიმართ. დევნილები ვიდრე დაბრუნდებიან აუცილებელია მათი ინტეგრაცია. ეს ინტეგრაცია მოიცავს როგორც სხვა დანარჩენი მოქალაქეები ანალოგიურად მათ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით რაც გააჩნია სახელმწიფოს როგორც მუნიციპალურ ასევე ცენტრალურ დონეზე“,-განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

ცნობისთვის, პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში ქუთაისში, წყალტუბში, ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში განხორციელდა.

პროექტის შედეგად ჩატარდა 1870 დევნილი ოჯახის აღწერა/პროფაილინგი დევნილთა 11 დასახლებაში; 44 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 595 დევნილი დაესწრო; 6 თემატური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42