რა გარიგება შედგა მთავრობასა და კომერციულ ბანკებს შორის - ონლაინ-სესხების აკრძალვის უცნობი ვერსია
პოლიტიკა - 13:26, 30 Nov, 2016     27829
ეროვნული ვალუტა კომაშია და ხელისუფლება ხელოვნურ სუნთქვას უტარებს. იმ რამდენიმეპუნქტიანი გეგმიდან, რომელიც „ოცნების“ ახალმა ძველმა მთავრობამ გაასაჯაროვა, განსაკუთრებული აჟიოტაჟი ონლაინ-სესხების აკრძალვას მოჰყვა. მართალია, ბოლოს, ცალკეულმა „მეოცნებეებმა“ „ჩაგვიანალიზეს“, ონლაინ-სესხებს კი არ ვაუქმებთ, უბრალოდ, რეგულაციებს ვუწესებთო, მაგრამ ამის მიუხედვად, სოციალურ ქსელი ლამის აფეთქდა და ზოგმა ისიც კი „იწინასწარმეტყველა“. ხელისუფლება მალე ონლაინ-სექსსაც აკრძალავსო. ისე, ხუმრობ იქით იყოს და, ონლაინ-სესხების აკრძალვას დიდი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს, რის არგუმენტადაც ის მოჰყავს, რომ ამ კომპანიებმა ისედაც გაძვალტყავებული მოსახლეობა უკიდურესად გააღარიბეს. ამასთან, არსებობს ცნობები იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბევრ ქვეყანაში ონლაინ-სესხები აკრძალული კი არაა, არამედ, მსგავს კომპანიებს მკაცრი რეგულაციები აქვთ დაწესებული.


ონლაინ-სესხების აკრძალვა-არაკრძალვაზე მსჯელობა და, საერთოდ, ლარის გადარჩენის გზების ძიება ეკონომისტების საქმეა. ამიტომ, დილეტანტურად რომ არ გამოგვივიდეს, „ნიუპისტი“ ყურადღებას ამ საკითხის პოლიტიკურ ასპექტებზე გაამახვილებს.

დავიწყოთ იმით, რომ დიდი ხანია, კულუარებსა და საზოგადეობაშიც მუსირებს აზრი, რომლის თანახმადაც, ლარის გაუფასურებით ცალკეული ბიზნესწრეები ხეირობენ და ამით სოლიდურ მოგებსაც ნახულობენ. შეიძლება, არც უამისობაა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ჩვეულებრივ ბიზნეს აფიორასთან გვაქვს. ამ ვერსიას „ნიუპოსტთან“ საუბრისას კონფიდენციალური წყაროც იზიარებს, რომელიც არ გამორიცხავს, რომ იგივე ონლაინ-სესხების აკრძალვით ხელისუფლება კოჭს კომერციულ ბანკებს უგორებს.

„ზოგადად, ნებისმიერი აკრძალვა გამოსავალი არ არის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ აკრძალვით ეკონომიკა წინ ვერ წავა და მსგავსი განცხადებები ინვესტორებსაც დააფრთხობს და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც, მაგრამ ამჯერად, სხვა ეჭვი უნდა გაგიზიაროთ, რის საფუძველსაც ის გარკვეული ინფორმაცია მაძლევს, რომელიც პირადი არხებით მოვიპოვე. კი ბატონო, არც მე უარვყოფ, რომ ონლაინ-სესხების კომპანიები თავს გავიდნენ, უფრო სწორად, ბოლო დროს ამ ბიზნესმა ფრთები ძალიან გაშალა და აყვავდა, რაც საბანკო სექტორს ალბათ, არ მოეწონა.

ისე, თუ დააკვირდებით, ჩვენთან ბანკები მხოლოდ ე.წ. პროფილურ კი არა, ყველა სახის ბიზნესში მონაწილეობენ. მაგალითად, ბანკებს აქვთ სამშენებლო, ასევე საგანმანათლებლო ბიზნესი და ასე შემდეგ, ანუ ისინი, პრაქტიკულად, მონოპოლისტები არიან და იმასაც აკეთებენ, რაც მოუნდებათ, თან მათ თავგასულობას ხელს ისიც უწყობს, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონი არ მუშაობს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაშსი მოვიდა, „ოცნებამ“ გაუქმებული ანტიმონოპოლიური სააგენტი, სხვა სახელით, კი აღადგინა, მაგრამ ეს მკვდრადშობილი უწყებაა, რომელიც არავინ იცის, რას აკეთებს,“ - ამბობს „ნიუპოსტის“ ფარული მოსაუბრე და დასძენს, რომ ანტიმონოპოლიურ თემას სხვა დროს განავრცობს. ამჯერად კი, გამოთქვამს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მსხვილი კერძო ბანკები, რომელთა ბიზნესსაც ონლაინ-სესხების კომპანიებმა გარკვეული დარტყმა მიაყენეს, ხელისუფლებასთან გარკვეულ გარიგებაში შევიდნენ.

„რასაკვირველია, არ ვიცი, ამ გარიგების მიზანი რა არის, მაგრამ თუ საბანკო სექტორსა და მთავრობას შორის ასეთი ფარული შეთანხმება მართლა არსებობს, მაშინ ორივე მხარე რაღაცას მოიგებს,“ - ეუბნება „ნიუპოსტს“ ფარული რესპოდენტი, რომელიც ონლაინ-სესხების პოლიტიკურ ასპექტებზეც ამახვილებს ყურადღებას, ანუ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მსგავსი კომპანიების მომრავლება შეიძლება, ქვეყნის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობად შეფასდეს.

„ხაზს ვუსვამ: არაფერს ვამტკიცებ და ყველაფერი, რასაც გეუბნებით, ჩემი მოსაზრება ან პირადი კონტაქტებით მოპოვებული ინფორმაციაა. მე სახელმწიფო უწყების წარმოამდგენელი არ ვარ და არც ხელი მიმიწვდებია, რომ ეს ინფორმაციები, მინიმუმ, გადავამოწმო, მაგრამ აბა, დააკვირდით: ორი წელია, ლარმა გაუფასურება დაიწყო და ამ ორი წლის მანძილზე ეს ონლაინ-სესხების კომპანიები სოკოებივით მომრავლდნენ. სქემა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს პროცესები ერთმანეთთან კავშირშია, თან როგორც მე მითხრეს, ამ კომპანიების 90 პროცენტი რუსული წარმოშობისაა. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ პირადად მე, ვუშვებ ალბათობას, ონლაინ-სესხების ბუმი იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი იყოს, რომელიც მოსკოვის სტრატეგიული კვლევების სტუქტურებში დაიწერა. ეს ვერსია, შეიძლება, ზოგს უტოპიად და სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველამ, ვინც სპეცსასახურების მუშაობაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცის, რომ მშიერი ადამიანების მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე იმ საზოგადოების, რომელსაც ნაკლები ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვს,“ - აღნიშნავს „ნიუპოსტის“ რესპოდენტი და ამასთან, გვეუბნება, რომ საერთოდ, „დავერბოვკების“ სამი ცნობილი მეთოდი არსებობს - იდეოლოგიურ-პატრიოტული, კომპრომატებით გადაბირება და ფულით დაინტერესება.

„როცა ადამიანს შია, ვერ მოსთხოვ, რომ გმირი გახდეს და ქვეყანას უმწიკვლოდ ემსახუროს. ამიტომ, ასეთ დროს შეიძლება, ყველაფერზე წავიდეს. თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ ონლაინ-სესხების არასისტემური გაცემა რომელიმე უცხო ქვეყნის, იგივე რუსეთის ინტერესშია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ონალაინ-სესხები მშვენიერი სოციალური კვლევაა. ამას გარდა, მოსახლეობაზე ამომწურავი ინფორმაცია გროვდება, რადგან ადამიანი, რომელიც ონლაინ-სესხს იღებს, ანკეტის შევსებისას თითქმის ყველა პირად მონაცემს უთითებს, ანუ თუ დავუშვებთ, რომ ონლაინ-სესხები სპეცსამსხურის პროექტია, მაშინ გამოვა, რომ მან ყველაზე ყველაფერი იცის და შესაბამისად, ამა თუ იმ პიროვნების მართვაც არ გაუჭირდება,“ – „ნიუპოსტის“ ფარული რესპოდენტის ამ ვერსიას არსებობის უფლება, ბუნებრივია, აქვს, თან ლოგიკასაც არ არის მოკლებული.

ზოგადად, ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, უცხო, მათ შორის, არამტრულად განწყობილი სახელმწიფოების სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ. ეს კი არადა, ასეთი გამოთქმაც არსებობს: „არის ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არის ორი მეგობარი სპეცსამსახური!“

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათობის დონეზე მაინც უნდა დავუშვათ, რომ იგივე ლარის გაუფასურება და ამით გამოწვეული სხვა პრობლემები, შეიძლება, დიდი სპეცსამსხურული გეგმის ნაწილია. შესაბამისად, ჩვენმა უშიშროებამ ალბათ, ამ კუთხითაც უნდა იმუშაოს და, მინიმუმ, პრევენციის მიზნით, გარკვეული ზომები გაატაროს.

ირაკლი ბიძინაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42