გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და UNDP-ი მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებენ
პოლიტიკა - 12:04, 30 Nov, 2016     813
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპს იწყებენ, რომელიც ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით. პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

სხვადასხვა რეგიონის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ნილს სკოტი, მცირე გრანტების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად შეხვდნენ.

მცირე გრანტების პროგრამის ახალ ეტაპზე გამოყოფილი 400 000 აშშ დოლარი ლანდშაფტურ მიდგომებზე დაფუძნებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

საქართველოში სამიზნე ლანდშაფტებს წარმოადგენს დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთა, შავი ზღვის სანაპირო და სემიარიდული ანუ ნახევრად უდაბნოს ზონა. ადგილობრივი პროექტები დაფინანსდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლანდშაფტების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, დაბალნახშირბადიანი ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა და სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების მართვა. პროგრამა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან ხორციელდება. გაცემული გრანტების ოდენობამ 750 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ მოზიდულმა თანადაფინანსებამ - 938 ათასი აშშ დოლარი.

წარმატებულ პროექტებს შორისაა კოლხური ხოხბის აღდგენა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში; ქიმიური ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ხარაგაულში; დეგრადირებული ნიადაგის აღდგენა თუშეთსა და ჭიათურაში; მდინარეების ალაზანისა და ილტოს მიმდებარე სოფლების დაცვა წყალდიდობებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42