"ეს არის ნგრევის დასაწყისი, მინდა რომ გაგაფრთხილოთ, ქვეყანა საფრთხეშია!"- რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 10:47, 30 Nov, 2016     17700
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ქვეყნისთვის საფრთხის შემცველს უწოდებს მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეროვნული ვალუტის და ეკონომიკის მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს:

„მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ შოკში ვარ.

გულწრფელად გეტყვით: შემეშინდა ჩვენი ქვეყნის მომავლის გამო.

ქვეყანა უვიცებს ჩაუვარდათ ხელში!

მეგონა, რომ იმ რადიკალურმა ცვლილებებმა, რომელიც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, შექმნა განვითარების ისეთი საძირკველი, რომელსაც ვერაფერი შეარყევდა. შეიძლება დაზიანებულიყო, მაგრამ გაუძლებდა სიმძიმეს.

მეგონა, რომ ისე მტკიცედ ვიდექით საბაზრო, ლიბერალურ ლიანდაგზე, რომ იქიდან ძნელი იქნებოდა ამოგდება.

როგორც ჩანს, ვცდებოდი.

ის გეგმა, რაც მთავრობამ წარმოადგინა, არის ნგრევის დასაწყისი. როგორც ფაქტი და როგორც ტენდენცია.

ეს გვაბრუნებს შევარდნაძის დროში.

ამას მალე იგრძნობს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, ამას იგრძნობთ თქვენ, ვინც ამ სიტყვებს კითხულობთ ახლა.

ეს არის გაფრთხილება!

მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებდა. დაგროვდა თანდათანობით. რაოდენობრივი მალე თვისობრივში გადაიზრდება. ეს ისე მოხდება, რომ ვერც კი მივხვდებით, თუ როდის და როგორ.

ვგრძნობ ამას ძალიან კარგად.

პირველი საბჭოთა კოოპერატივით დაწყებული და პირველი ქართული ე.წ. სტარტაპით დამთავრებული, ყველაფერი ჩემ თვალწინ განვითარდა. იმასაც გეტყვით მოკრძალებით, რომ ჩემი მონაწილეობითაც ზოგი რამ მოხდა.

ამიტომ არ მღალატობს ინტუიცია. ამიტომ მინდა, რომ გაგაფრთხილოთ!

ამას ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივის გარეშე.

ქვეყანა საფრთხეშია!“- წერს რომან გოცირიძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42