"ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს" - მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 10:23, 30 Nov, 2016     1520

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი”.

ევროპარლამენტში მყოფმა მინისტრმა თქვა:

“ჩვენ სრულად აღვიქვავთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ, საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას”

კონფერენცია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებლის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინო საქმეთა კომიტეტის წევრის მარია გაბრიელის ინიციატივით ჩატარადა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის, ევროკომისიის და საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, რომელიც პარტნიორების მიერ შეფასებულია, როგორც ძალზედ ეფექტური და მდგრადი. “საქართველოში, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ძლიერ მამოძრავებელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქმნის საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ჩარჩოს ევროპული და საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით, საერთო ჯამში, მიღებულ იქნა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, 70-მდე დადგენილება, ინსტრუქცია და წესდება, 8 სტრატეგია; რატიფიცირებულ იქნა 7 საერთაშორისო კონვენცია. ეს ტრანსფორმაცია უდავოდ ბრწყინვალე მაგალითია ევროკავშირის წარმატებული საგარეო პოლიტიკისა, რომელიც ერწყმის საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერების ასევე წარმატებულ შიდა პოლიტიკას”-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მოიტანა ახალი ეკონომიკური შესაძლებობები საქართველოსთვის, თუმცა ეს პროცესი ვერ იქნება ეფექტური, თუ ქართველ მეწარმეებს არ მიეცემათ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის სივრცეში და გაიცნონ იქ არსებული ბიზნეს შესაძლებლობები. მისივე განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული დამატებით მიგრაციულ რისკებთან, არამედ ეს ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას, კულტურულ და ბიზნეს კავშირებისა და პარტნიორობის გაძლიერებას.

„ქართველები კვლავ იხსენებენ საბჭოთა დროს, როდესაც 37 რუბლად დაფრინავდნენ მოსკოვში ყველანაირი დაბრკოლების გარეშე. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპი და ვიმუშაოთ, რათა ევროპა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქები გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისათვის. ნაცვლად იმისა, რომ ვსარგებლობდეთ ყველა ამ შესაძლებლობით, ჩვენ ვაწყდებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჭიანურებულ პროცესს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ვართ იმ ინტერ-ინსტიტუციონალური დებატების მძევლები, რომელიც არ ასახავს პარტნიორულ ურთიერთობებს. მოდით იმედს ნუ გავუცრუებთ ჩვენს ხალხს, მოდი შევინარჩუნოთ მათი მოტივაცია გააგრძელონ ურთულესი რეფორმები და მოდით განვაგრძოთ ერთად სვლა თავისუფალი, უსაფრთხო და მშვიდობიანი ევროპისკენ. მოდით ნუ მივანიჭებთ სიამოვნებას იმ ძალებს, რომელთა სურვილია ის, რომ ევროპა დამარცხდეს”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა პრემიერ მინისტრის ვიზიტზე ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ასოცირების საბჭო და განხილული იქნება ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2017-2020 წწ., რომელიც მინისტრის განცხადებით არის ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს კანონმდებლობისა და ინსტიტუტების ევროპულ სახელმწიფოთა სტანდარტებთან დაახლოებას ითვალისწინებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42