"საარჩევნო სისტემა რაც უფრო პროპორციულია, მით უკეთესია"- ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 22:51, 29 Nov, 2016     1850
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესაძლებლობაზე ისაუუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით მსგავს მნიშვნელოვან ცვლილებებზე მსჯელობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს, მას შემდეგ რაც შეიქმნება საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება აღნიშნული საკითხით დაინტერესებული ყველა სუბიექტი.

„ჩვენ მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის. თუ საარჩევნო სისტემაში განხორციელდება ცვლილებები, ეს ცვლილებები დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს.“- განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით არსებულ სისტემასთან დაკავშირებით აქცენტი კეთდება დისპროპორციაზე თუმცა, მისი თქმით დისპროპორცია ავტომატურად უსამართლობას არ ნიშნავს.

„არსებობს სისტემები, სადაც პროპორციულად არ არის ასახული მანდატების გადანაწილებაში საარჩევნო ხმები, თუმცა ეს სისტემები მოქმედებს განვითარებულ ქვეყნებში და უსამართლოდ არ ითვლება. მაგალითისთვის შეგვიძლია აშშ-ს არჩევნები მოვიყვანოთ, იაპონიაში ზუსტად იგივე სისტემა მოქმედებს, როგორიც საქართველოში. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ რაც უფრო პროპორციულია მით უკეთესია პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის“- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით პროპორციულ სისტემას თავისი რისკებიც გააჩნია, ასეთად პარლამენტის თავმჯდომარემ სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბების პრობლემა დაასახელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42