ლარიზაციის გეგმა - ,,მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს“
პოლიტიკა - 22:15, 29 Nov, 2016     10154

„ყოველწლიურად 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევს მათ, ვინც უცხოურ ვალუტას არსებული სესხის გამო ყიდულობდა. ამით საგრძნობლად შემცირდება ზეწოლა ლარის კურსზე“, - განაცხადა პირველმა, ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის ლარიზაციისკენაა მიმართული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა სრულად ასახავს საზოგადოების ინტერესებს და პირველ რიგში, მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. „ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, ვიმუშავეთ ლარიზაციის გეგმაზე, რომლის მიზანია, რომ ყველაზე კრიტიკული სესხები გალარდეს, ისე, რომ არ დავაზიანოთ სასესხო ბაზარი,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კერძოდ, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა არსებული კურსს მინუს 20 პუნქტით. (ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათასი ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში). ამ სესხებზე ეროვნული ბანკი აუქმებს წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

ამავე გეგმით, ახალი სესხების - 2017 წლის 1 იანვრიდან 100 ათას ლარამდე და შემდეგ წელს 200 ათას ლარამდე - გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

ბანკები ვალდებული არიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება.

„ამ ნაბიჯით მთავრობა ერთჯერადად დაეხმარება ყველაზე დაზარალებულ ჯგუფს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ლარიზაციის შედეგად, შემცირდება ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე - დოლარზე და სავალუტო ცვლილებები ნაკლებ გავლენას იქონიებს ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ საკუთარი მიმდინარე ხარჯების მარტივად მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42