დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 18:07, 29 Nov, 2016     8941

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესს განცხადებით ეხმაურებიან:

"რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესი ფინალს უახლოვდება - უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სხდომა უახლოეს მომავალში განაჩენს გამოიტანს.

ჩვენ, ვინც დავაფუძნეთ, ნულიდან შევქმენით და ქვეყნის ნომერ პირველ ტელევიზიად ვაქციეთ „რუსთავი 2“, ვისაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებმა იძულებით, ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ დაგვათმობინეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ:

2012 წელს შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება ჩატარებულიყო გამოძიება დამფუძნებლებისათვის ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის ჩამორთმევის თაობაზე.

2015 წელს, მიუხედავად გაწელილი სამართლებლივი პროცესისა, პროკურატურამ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვცნო დაზარალებულად, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო საქმე შემოდო თაროზე და არ მისცა მას მსვლელობა.

ამ პროცესის პარალელურად, 2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამოქალაქო დავა „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. ვინაიდან ეს პროცესი აღმოჩნდა ერთადერთი სამართლებლივი გზა, ჩვენ უპირობოდ დავუჭირეთ მხარი მოვლენების ამგვარ განვითარებას.

დღეს, სასამართლო დავის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, პროკურატურის უმოქმედობის გამო, ჩვენ კვლავ არ გაგვაჩნია არანაირი სამართლებლივი ბერკეტი, აქტიურად ჩავერთოთ არსებულ პროცესში.

იმედი გვაქვს, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის ხანგრძლივ პროცესში. რას შეეხება საქმის სამართლიან ფინალს, ის დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება დამფუძნებლებს.

დარწმუნებული ვართ, მოვა დრო და „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა კვლავ გახდება ზეპარტიული, დამოუკიდებელი, კრიტიკული, მიუკეძოებელი მედიასაშუალება. მხოლოდ ასეთი „რუსთავი 2“ შეუწყობს ხელს ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის განვითარებას."- აღნიშნულია აქიმიძე-დვალის განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42