"სანამ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნაშია თავჯდომარის ადგილი ვაკანტურად უნდა დავტოვოთ, ივანიშვილი და პუტინი არ უნდა გავახაროთ"
პოლიტიკა - 16:18, 29 Nov, 2016     5041

,,ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 22 წევრი პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადების ავტორები მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ყრილობის ჩატარებას უჭერენ მხარს. პოლიტსაბჭოს 22 წევრი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმედგია, რადგან მათი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევა იქნება დეკლარაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს აღარ მიიჩნევს რეპრესირებულ პარტიად.
"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ განწყობებზე "ნიუპოსტი" ჩიორა თაქთაქიშვილს ესაუბრა:

"სასიხარულოა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქტიური წევრები და მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ხმა პარტიას მიაწვდინონ და გადაწყვეტილების მიღებაში თვითონ ჩაერთონ. იმ ფონზე როცა ჩვენი მხარდამჭერები ასე აქტიურად არიან პარტიის საქმიანობაში ჩართულნი, არასწორი იქნება ხელი შეუშალოთ ამ ადამიანებს ყრილობაში დელეგატების სახით მიიღონ მონაწილეობა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისი თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ორ საკითხს უკავშირდება:
"პირველი - როგორი სახით უნდა იქნას ყრილობა მოწვეული, რამდენი წევრი უნდა ესწრებოდეს მას და მეორე როგორ უნდა იქნას შერჩეული დელეგატები. ამ საკითხზე ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ძალიან ჩამოყალიბებული პოზიციაა იმდაგვარი, რომ არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ, რატომ უნდა იყოს წლევანდელი ყრილობა გამონაკლისი და მხოლოდ წელს, ან მომავალ წელს (ყრილობის თარიღი ბოლომდე გარკვეული არ არის) რატომ უნდა ჩატარდეს ყრილობა 2 000 დელეგატით, მაშინ როცა ჩვენი პარტიის ძალიან სერიოზული მარცხის შემდეგ 2012 წელს ჩვენ ჩავატარეთ მეექვსე ყრილობა, მაშინაც სპორტის სასახლე მთლიანად იყო გავსებული. ანუ ვერ ვხედავთ იმის არგუმენტს რომ პოლიტიკური განაცხადი გავაკეთოთ იმის შესახებ, რომ პარტია 2016 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა. ჩემი აზრით მცირე ყრილობის ჩატარება ცუდად იქნება აღქმული, საზოგადოების მხრიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი, რასაც დაგვპირდა, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ ენმ საერთოდ არ იარსებებდა და გავქრებოდით პოლიტიკური ასპარეზიდან - შესრულდა. ირაკლი კობახიძის განცხადებებიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მილევად რეჟიმში უნდა გადასულიყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყრილობა მრავალათასიანი მხარდამჭერების მონაწილეობით უნდა ჩატარდეს"- აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
ენმ-ს წევრი თვლის, რომ ის 5 000 - ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირეს მხარი იმსახურებს, რომ მათი აზრი გათვალისწინებული იყოს. თაქთაქიშვილის განცხადებით, "ენმ-ს აქტიურ მხარდამჭერებს ხელონურად არ უნდა შეუზღუდონ ყრილობაში დელეგატად მონაწილეობის შესაძლებლობა".
"ის წესი რომელზეც ჩვენ ჩამოვყალიბდით, არის ორიენტირებული დელეგატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობაზე და არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, როცა ვიღაცას შეეძლება ხელოვნურად დაბლოკოს დელეგატების არჩევის პროცესი"- თქვა მან.
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, უთანხმოების კიდევ ერთი საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, უნდა აირჩიოს თუ არა ყრილობამ პარტიის ახალი თავმჯდომარე თუ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური უნდა დარჩეს. "ამ საკითხზე პოლიტიკური ვნებათაღელვა ნაციონალურ მოძრაობაში და მის მხადრამჭერებს შორის ნამდვილად არსებობს. ენმ-ს წევრების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება პარტიას დააზარალებს. იმ პირობებში რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად დევნილია საკუთარი ქვეყნიდან, ახალი თავმჯდომარის არჩევა ოლიგარქ ივანიშვილს და ვლადიმერ პუტინს გაახარებს. მათი მიზანი ის არის, რომ თქვან :"სააკაშვილი საკუთარმა პარტიამ გააძევა მათი რიგებიდანო". ამ შემთხვევაში პასუხი მარტივია: სანამ სააკაშვილი პოლიტიკურ დევნაშია ეს ადგილი ვაკანტურად უნდა დავტოვოთ. არაფერი შეცვლილა 2015 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა ეს გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ "- აღნიშნა თაქთაქიშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42