ფრაქცია „ქართული ოცნების“ ტავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა გვარმიას გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მდინარაძის თქმით, გვარამის განცხადება მიზანმიმართული პიარკამპანია და ფსიქოლოგიური ტერორია კონკრეტულ ადამიანებზე.
„ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა მტკიცებულებაზე საუბარი არ არის, არგუმენტიც არ არსებობს, არ შეიძლება. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანს დააბრალო ის, რასაც ბუნებაში ადგილი არ აქვს, ეს არაფრით არ შეიძლება.. გუშინდელ სიუჟეტთან დაკავშირებით, რაც იყო ფსიქოლოგიური ტერორი კონკრეტული ადამიანის, პარლამენტარის, კონკრეტული მოსამართლეების, ზოგადად სისტემის წინააღმდეგ ვანოს ვესაუბრე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იმ პირთა ვინაობა დაასახელა, ვინც მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






