ჯანყარაშვილი, ჭიკაიძე, გომელაური, ტაბატაძე შემოსავლებს მალავდნენ?- IDFI პროკურატურის მიმართავს
პოლიტიკა - 15:10, 29 Nov, 2016     10570
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ შსს-ს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

როგორც IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. შსს-მ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან - ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, უწყებას ამ დროისთვის არ მიუწოდებია მონაცემები 2013 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში გაცემული პრემიების შესახებ. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ.

IDFI ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი. 2013 წლის მაისში ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის, ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ავთანდილ თაბუნიძეს - აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს - სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

2013 წელს (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174 894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს.

როგორც IDFI აცხადებს აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი.

ასევე, მაშინდელ მინისტრის მოადგილეს ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავალში მითითებული აქვს 84 112 ლარი, მაშინ როდესაც მხოლოდ პრემიის სახით 2013 წლის მარტი-ნოემბრის პერიოდში მიღებული აქვს 74 000 ლარი. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ პრემიასთან ერთად მის მიერ მიღებულ ყოველთვიურ სარგოს, შეგვიძლია დავასკვნათ რომ დეკლარირებული თანხა არ ასახავს რეალობას.

გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დეკლარირებული აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით მას მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი.

IDFI-ის განცხადებით ზედაპირული გადამოწმებაც კი აჩვენებს, რომ შსს მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებში და მათ მიერ მიღებულ შემოსავლებში შეუსაბამობაა, შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რათა საგამოძიებო ორგანომ შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

„ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი იქნა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდის ზედაპირული გადამოწმებით აღმოჩენილი შემთხვევები შსს-ის თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის მიღებული შემოსავლების შესახებ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დეტალური გადამოწმებით, შევძლებთ სავარაუდოდ მეტი შეუსაბამობის აღმოჩენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნული უწყების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციებში 2013 წელს მიღებული შემოსავლების მითითებისას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენა: ”ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს საქმის დეტალები და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.“- ანიშნულია IDFI-ის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42