საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. პრეზიდენტის მილოცვა დღეს გამართულ ბრიფინგზე მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ გააჟღერა:
„ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 17 წლისთავს ულოცავს. ზუსტად 17 წლის წინ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეიქმნა დანაყოფი, რომლის არსებობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ეს დანაყოფი არის ნათელი მაგალითი ნატოს წევრ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობის, რომლის შედეგადაც საქართველო კიდევ უფრო დაცული ხდება, ხოლო შეიარაღებული ძალები ნატოს სტანდარტებთან თავსებადი. პრეზიდენტი მადლობას უხდის სპეციალური ოპერაციების ძალებს სამშობლოს სამსახურისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






