„კანონი ოკუპაციის შესახე“ - საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები კანონში, რაც იმას გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო კვეთისას, თუ ეს პირველი შემთხვევა იქნება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ჯარიმა დაწესდება.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება გამოტანილი, განსაკუთრებული სიფრთხილით იქნება მიღებული და ეს ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს საერთაშორისო რეკომენდაციებიდან და ჩვენი აფხაზი, ოსი ძმების ჩვენთან ერთად, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება გამოვა ისეთი, რომელიც არა თუ შეეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, პირიქით, ჩაჯდება ამ ინტერესში და იქნება ჩვენი ქვეყნის, დეოკუპაციის ონტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






