„კანონი ოკუპაციის შესახე“ - საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები კანონში, რაც იმას გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო კვეთისას, თუ ეს პირველი შემთხვევა იქნება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ჯარიმა დაწესდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს:
„კანონი, რომელიც მოქმედებს, არ ითვალისწინებს იმ ადამიანების ინტერესს, რომელმაც შემთხვევით გადმოკვეთეს ადმინისტრაციული საზღვარი. არ გვაქვს საშუალება, ამ კანონით გავითვალისწინოთ იმ ადამიანების თბილისში ჩამოსვლის ან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსვლის საკითხი, რომელიც იმ მომენტში საჭიროა. პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე ჩვენ უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ დავსხდეთ და სიღრმისეულად განვიხილოთ შექმნილი ვითარება,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






