მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ რიგით მერვე კონფერენციაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 18:12, 28 Nov, 2016     1399
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის“ რიგით მერვე კონფერენციაში, რომელიც ბრიუსელში ტარდება.

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიის გახსნით პანელში, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკას დაეთმო. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარი მიზნებისა და ზოგადად ქვეყნის განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას.

მისი განცხადებით ეფექტური ინკლუზიური მმართველობის დანერგვა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამას მოწმობს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში.

„ამის მაგალითია თუნდაც ის რომ სამოქალაქო სექტორი სრულად არის ჩართული, როგორც ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის, ასევე მისი შემუსავების პროცესში და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ წელს პირველად იქნა მიღებული. სამოქალაქო სექტორთან თანამსრომლობა მნიშვნელოვანია ყველა იმ ფუნდამენტური მიზნის მიღწევისთვის რაც გააჩნია ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას - ეს არის რეგიონის უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა“ - აღნიშნა მინისტრმა.

მან მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას, რომელთანაც საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ამის ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული პლატფორმის ინიციატივით საქართველოში მიმდინარე ყოველწლიური კონფერენცია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკურ პლატფორმაზე, ახალ შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ღონისიებას აღმოსვალეთ პარტნიორობის სამოქალქო ფორუმის 6 ქვეყნის სამოქლაქო საზოგადოების და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებიან. რიგით მერვე კონფერენცია ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42