"ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა"- კაპანაძე ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებებს ეწინააღმდეგება
პოლიტიკა - 15:58, 28 Nov, 2016     1538

ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებას ეწინააღმდეგება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგი კაპანაძე. მისი თქმით არ არსერბობს არანაირი დასაბუთება, რისთვის არის ეს ცვლილებები საჭირო. კაპანაძის განმარტებით, კანონი ისედაც არ ზღუდავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ საქმიანობის განხორციელებას, რომელიც საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაშია. როგორც კაპანაძე აღნიშნავს, არგუმენტი რომ ოკუპაციის შესახებ კანონის გარკვეულწილად ლიბერალიზაციას ევროსტრუქტურები ითხოვენ არასწორია, რადგან არცერთ ფორმალურ მოთხოვნაში ევროკავშირის მხრიდან ეს არ ყოფილა:

„ოკუპაციის კანონი არ საჭიროებს ცვლილებებს, იქ რაც წერია ის იძლევა საშუალებებს, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რაც ჩვენი ინტერესების თანხვედრაშია იყოს იქ განხორციელებული, ამიტომ ვერანაირ საჭიროებას ამაში ვერ ვხედავ. გარდა ამისა , არანაირი დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, რატომ არის კონკრეტული ცვლილება საჭირო წარმოდგენილი არ არის. ამაზე მუშაობა ბუნებრივია გაგრძელდება და ვნახავთ თუ ექნებათ რაიმე უკეთესი დასაბუთება. შეცვლა შეცვლის გულისთვის, როდესაც რაიმე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი არ არის შესრულებული, ჩვენი აზრით არის სრულიად მიზანშეუწონელი. არანაირი სანქციები ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა და არცერთ ფორმალურ მოთხოვნაში ევროკავშირის მხრიდან ეს არ ყოფილა. თუკი რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ევროკავშირის წარმომადგენელი ამას ითხოვს. მასთან ძალიან მარტივად შეიძლება დასაბუთება და ახსნა, რატომ არაა ეს ცვლილებები საჭირო“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42