ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურას მიმართა. გვარამია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რუსთავი 2-ის საქმეზე, ქიბარ ხალვაშის მიერ წარდგენილი ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც რევაზ ბერიაშვილი იყო რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორი. გვარამია, ამ პირისა და სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
"მივმართავთ პროკურატურას შეისწავლოს ქიბარ ხალვაშის ყალბი დოკუმენტაცია,
მოვითხოვთ პასუხისგებაში მიცემას იმ ადამიანის, ვინც ეს დოკუმენტები შეადგინა, ეს არის ვითომ, რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, რომელიც არ ყოფილა არასდროს დირექტორი, რევაზ ბერიაშვილი. ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი, რომელმაც ყალბი დასკვნა ერთ დღეში გააკეთა. ეს მოთხოვნები პროკურატურაში და უზენაეს სასამართლოში დღესვე შევა.
ჩვენ არ გვაქვს პროკურატურის ადეკვატური საქმიანობის იმედი, თუმცა ეს განცხადება პროკურატურაში თაროზე შემოიდება. ყველა თოფი კედელზე დაკიდებული აუცილებლად ისვრის ბოლოს. ამ საქმესაც მოჰყვება ადეკვატური გამოძიება აუცილებლად, დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აუცილებლად მოჰყვება
მოსამართლეების ადეკვატურობის იმედი გვაქვს ჯერ კიდევ. ნუ შევლენ კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან. ნუ შევლენ კომუნიკაციაში ზონდერებთან. გადაწყვეტილება მიიღონ სინდისის შინაგანი რწმენის, საქართველოს კანონმდებლობის და კონსტიტუციის შესაბამისად ეს არის თხოვნაც და მოთხოვნაც. ასე სჭირდება ჩვენს მომავალს ჩვენ და ჩვენს შვილებს,"- განაცხადა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






