„ამ საქმეზე საჯარო მოხელეები ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“,-აღნიშნა შოთაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






