შეხვედრის ძირითადი თემები სააღსრულებო სისტემა, საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზნები, ხედვები, ამოცანები, სტრატეგიული გეგმები, ღირებულებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სააღსრულებო პროცედურები იყო.
სამსახურის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს, მათ შორის, ფაქტების კონსტანტაცია, გამარტივებული საქმისწარმოება და სხვა.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა პირადად მოისმინეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარისგან, თუ როგორია ბიუროს განახლებული მიდგომა და პოლიტიკა მოქალაქეების მიმართ; იოსებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია თითოეულ სააღსრულებო საქმისწარმოებაში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკის ჩართულობის შესახებ. ჟურნალისტები გაეცნენ ბიუროს მიერ მორიგებით დასრულებული საქმეების სტატისტიკას.
საინფორმაციო სემინარი 25-26 ნოემბერს თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მასშტაბით 30 რეგიონული მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მედია ტრენინგი გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






