დღეს, 12 საათზე, აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნება.
დეპუტატები დღესვე აირჩევენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და ექვსი კომისიის ხელმძღვანელს.
თანამდებობებს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაიკავებენ.
კონსულტაციების შემდეგ უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დავით გაბაიძის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც არჩევნებამდე აჭარის მთავრობის იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მოადგილედ ხელვაჩაურის მაჟორიტარი მერაბ კარანაძე დასახელდება.
ცნობილია ექვსივე კომისიის ხელმძღვანელის კანდიდატურებიც. „ქართული ოცნება" უმაღლეს საბჭოში სამ ფრაქციას შექმნის, ერთადერთი თანამდებობა, რომელიც ოპოზიციას ერგება ფრაქციის თავმჯდომარეობა იქნება.
ერთ ფრაქციას შექმნის „ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს.
2016 წლის მოწვევის უმაღლეს საბჭოში 21 მანდატიდან 14 „ქართულმა ოცნებამ", ხუთი „ნაციონალურმა მოძრაობამ", თითო მანდატი კი „პატრიოტთა ალიანსმა" და ნინო ბურჯანაძის პარტიამ მოიპოვეს
მასალის გამოყენების პირობები






