,,მინდა გაგაფრთხილოთ, რუსთავი 2 გახდება წყალგამყოფი, რითაც ხელისუფლება დასრულდება პოლიტიკური კრახით“
პოლიტიკა - 21:23, 26 Nov, 2016     2368
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, "რუსთავი2" გახდება ის წყალგამყოფი, რომლითაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასრულდება პოლიტიკური კრახით.

"პირველ რიგში მინდა ვურჩიო ჩემ კოლეგებს და ახლადარჩეულ დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ მათ უნდა ცოდნოდათ, რომ ისინი მოდიოდნენ პოლიტიკური ბრძოლის ველზე, პარლამენტში და ვისაც მიაჩნია, რომ აქ არ უნდა იყოს მწვავე დებატები, ან არ არის მზად დებატებში მონაწილეობისთვის, ვურჩევ, რომ რაიმე სხვა საქმეს მიჰყოს ხელი, რადგან აქ გელოდებათ მწვავე დებატები ახლაც და ყოველთვის. ჩვენ რამდენიმე დღეა ვუსმენთ მთავრობას, რომელიც აცხადებს რომ მათი პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, თუმცა რეალურად მე ვერ მოვისმინე ამ ქვეყანაში რა იქნება სტრატეგია ან სტრატეგიული ამოცანები და ამოცანების განხორციელების გზები, თუარ ჩავთვლით ორიგინალურ იდეას, რომელიც ბატონმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ ჩვენ უკვე ასოცირებული წევრი ვართ ევროკავშირის, მე არ მსმენია ან რაიმე გამომეპარა ამის შესახებ და ეგებ განგვიმარტოს. მთავარი პრობლემა ეს არის რომ თქვენი ხელისუფლება ადგება მოლიპულ გზას, რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენთვის. ძვირფასო კოლეგებო გასული წლების განმავლობაში თქვენ ვერ მოახერხეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ბოლომდე ჩამოშლა და სწორედ ამიტომ მოხერხდა რაღაცა პრგრესის მიღწევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ყველანაირი გზით შექმნილ საკონსტიტუციო უმრავლესობას აპირებთ გამოიყენოთ იმისთვის რომ დაანგრიოთ ამ ქვეყანაში დემოკრტიის უკანასკნელი ბასტიონები, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რუსთავი ორის წართმევა კანონიერი მფლობელისათვის მას შემდეგ რაც თქვენ გაანადგურეთ კანონიერი სასამართლო, მას შემდეგ რაც თქვენ უკან არ იხევთ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებაზე და აქ დღეს საბოტაჟზეც კი არის საუბარი, როცა ჩვენ მწვავე დებატებში შემოვდივართ თქვენთან, რუსთავი ორი გახდება ის წყალგამყოფი რომელიც საბოლოოდ დასრულდება თქვენი პოლიტიკური კრახით ამ ქვეყანაში." - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42