საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. რომლის ფარგლებშიც ტრიბუნიდან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმართა. მან გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, არ მიაკეროს პოლიტიკური იარლიყები გუნდებს. მისი თქმით პრემიერის მოვალეობაა არ დაყოს პოლიტიკური სუბიექტები კლასებად:
„პოლიტიკური ნარცისიზმის ნიშნებია შემოპარული ამ დარბაზში, იმიტომ არის კარგი პოლიტიკური პლურალიზმი, იმიტომ არის კარგი ბევრი პარტია პარლამენტში, რომ არ ისმოდეს ერთი ხმა, მთელი დღის მანძილზე ტქვენ ეფერებით ერთმანეთს, დითირამბებს უძღვნით ერთმანეთს, ეთანხმებით ერთმანეთს და ამასობაში დამრცა შთაბეჭდილება, რომ ძირითადი გეგმები მაინც მომავალზე არის გათვლილი, თუმცა, არ არის უმნიშვნელოლო საკითხი, მე ველოდებოდი ლოკალურ მასშტაბში რა ნაბიჯებს გადადგამთ. რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში? რამდენია დაზარალებული იპოთეკით? რამდენი მეანაბრეა? ჩვენ ადამიანების სიცოცხლეებტან გვაქვს საქმე, კარგი იქნება მეტი კონკრეტიკა იყოს ამ პროგრამებში.
გუშინ ტქვენ გამოემხაურეთ გიგა ბოკერიას განცხადებას, თითქოს ჩვენ ვართ საწარმო ჩრდილოეთის მეზობლის, ამაზე გავცემ მოგვიანებით ბოკერიას პასუხს. სწორედ ამთ გააჩუქეს ქართული მიწების 22 პროცენტი, დრეს კი ჩვენზე ლაპარაკობენ, აგენტები მოიკიტხეთ ტქვენს გუნდში, არ გვინდა იარლიყების მიკერება ერთმანეთისთვის. პრემიერი ამ პროცესს ხელს უწყობს. თქვენ აღნიშნეთ ბატონო გიორგი, რომ სტრატეგიულ ურთიერთობაში ვერ შეხვალთ „პატრიოტთა ალიანსთან“, მე ვარ ვიცე-სპიკერი და გამოდის რომ ბრალს მდებთ იმაში, რომ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო კურსს ვუჭერ მხარს? მე მოვითხოვ წარმოადგინოთ ერთი ციტატა მაინც სადაც ვამბობთ, რომ მხარს არ ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას დასავლეთის სტრუქტურებში. მე ამ კუთხით ტქვენზე მეტი მაქვს გაკეთებული. არ უნდა აკეთებდეთ ასეთი ტიპის განცხადებებს. როდესაც მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობთ ამ ტრიპუნიდან, ასე იდილია არ მყარდება, ტქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია. მე ჩემი სამშობლო არ მიმიტოვებია მაშინ, როცა თქვენ არ ვიცი სად იყავით, სხვატაშორის ბოკერია მოდიოდა იმ ჭუბერის გზაზე, მაგრამ ტქვენ არ მინახიხართ ამ გზაზე. პოლიტიკური კულტურა ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ უნდა დაყოთ პოლიტიკური სპექტრი კლასებად“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა და მისი ფრაქციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს. „პატრიოტთა ალიანსი“ მავრობას ნდობას არ უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






