„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესში უმრავლესობის დეპუტატების გამოსვლებს „აბსურდული უწოდა“:
„ეგ არის ლიბერალური დემოკრატია, რომ გაკრიტიკებენ ისე, რომ არ გსიამოვნებს, თან მაგრად რომ არ გსიამოვნებთ და მერე პასუხებსაც იძლევი და მერე სათათბიროდაც ჯდები ოპოზიციასთან. თქვენთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ. აბა, რა გგონიათ, ის, რაც აქ გესმით, რომ როგორი კარგებით ხართ და ნუთუ, კიდევ უფრო კარგები იქნებით შემდეგი 4 წელი, ეს არის კრიტიკა? "ნომინალური" შეურაცხყოფაო, ამბობთ, როცა თეა წულუკიანი გყავთ მთავრობაში, მოუსმინეთ, როგორ ლაპარაკობდა რამდენიმე დღის წინ, ან აქ ერთ-ერთი ახალგაზრდა რომ ოჯახის წევრ მამაზე საუბრობდა, ჩვენ გვიკითხავთ მორალს? შეეგუეთ, რომ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი, საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ და ყველაფერს აკონტროლებთ და წუწუნებთ იმაზე, რომ არ მოგწონთ, აქ რა გესმით?“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






