„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი დღევანდელ საპარლამენტო რიგგარეშე სხდომას აფასებს, რომლის ფარგლებშიც უნდა გაირკვეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკიტხი. სერგო რატიანის თქმით, მაშინ ორდესაც მთავრობა უნდა დამტკიცდეს, პარალელურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თავისუფალი მედია და სასამართლო განადგურდეს:
„უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში, არიან სრული თვითმკმაყოფილების რეჟიმში, თითქოს აყვავებულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველო ყოფილიყო წარმატებული, დღეს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, კორუფციის პირობებში, კრიმინალის ზრდის პირობებში, საერთოდ ვერ ხვდება ეს მთავრობა რა უნდა გააკეთოს და რა გამოწვევებია ქვეყნის წინაშე, ეს თვითკმაყოფილება კიდევ უფრო პრობლემური ხდება, მაშინ, როდესაც ეს მთავრობა მტკიცდება, პარალელურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თავისუფალი მედია და სასამართლო განადგურდეს. ეს გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილი როგორც ხშირად ამბობს, მათ ჰგონიათ, რომ პრობლემა არის რეალობის აღქმაში და არა რეალობაში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






