"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცაის იმის შესახებ, რომ სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე 30 ნოემბრამდე ხელისუფლების ზეწოლით დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ კომენტარი ნიკა მელიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას სიცრუეში დასდო ბრალი. კვირიკაშვილის განცხადებას ნიკა მელიას პასუხიც მოჰყვა, რაზეც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მიდგომა უნდა დააფასოს.
ეკა ბესელიამ კი აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როცა ადამიანი შეურაცხყოფაზე გადადის, მას არ ჰყოფნის არც კულტურა და არც ინტელექტუალური რესურსი:
„პრემიერის არავის დაცვა არ სჭირდება, რადგან ის ტავად იძლევა ამის მაგალითს, როგორ უნდა დაიცვას ტავისი გუნდი, ის ნდობის მანდატი, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს, მსურს კოლეგებს ვუთხრა, შეურაცხყოფის მიყენება არის განმაპირობებლი იმისა, როდესაც ადამიანი გადადის შეურაცხყოფაზე, მას არ ჰყოფნის არც კულტურა და არც ინტელექტუალური რესურსი, ამიტომ საჭირო იქნება ამ მხრივ ყველამ მოთოკოს საკუთარი სურვილები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






