საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ტავმჯდომარემ კოლეგებს რცევით მიმართა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ურჩია, აღარ დაუშვან იგივე შეცდომა, რაც გასული 4 წლის მანძილზე დაუშვეს და არარ აყვნენ „ნაციონალური მოძრაობის ქილიკს“:
„აქ, ამ დარბაზში ოთხი წლის მანძილზე, მე ვფიქრობ, ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, გაუაზრებლად გადამეტებული ყურადღება დავუთმეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წამოსულ, უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო, სიცრუეზე აგებულ ბრალდებებს და ქილიკს. ვფიქრობ, ეს დრო უნდა დავასრულოთ და ჩვენ, ახალმა პარლამენტმა ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს შესადარებელი წარსულთან, არც სტატისტიკის თვლასაზრისით, არჩევანი გააკეთა ჩვენმა ხალხმა არცევნებზე და აგერ ვართ შედარებისთვის წარმოდგენილნი რაოდენობის თვალსაზრისით, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, ჩვენი ენერგია დავუთმოთ მშაობას, მთავარი ოპონენეტი მიუხედავად იმისა, რომს აკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ, უნდა ვიყოთ ჩვენი ტავის ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






